
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, კახეთში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. შეხვედრის მიზანი კახელებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის გაცნობაა.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ გლეხის შრომა უნდა დაფასდეს და სწორედ ამ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული "სტრატეგია აღმაშენებლის" სოფლის განვითარების გეგმა.
ხელისუფლება ამბობს, რომ 2 მილიარდი ლარი დაიხარჯა სოფლის განვითარებაში, მაგრამ მე 1 ადამიანიც არ ვიცი,ვინც რაიმენაირად ისარგებლა ამ თანხით. გლეხი ისევ ღარიბია, შემოსავლის გარეშე, მისი შრომა კი დაუფასებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ სოფელი უნდა დავაყენოთ ფეხზე, ამის ფუნდამენტი კი გლეხის შრომის დაფასებაა, - ამბობს ვაშაძე.
ამასთან, გიორგი ვაშაძე კახელებს შხამ-ქიმიკატებზე ფასის შემცირებასა და მისი ხარისხის გაზრდას დაპირდა.