
"ქართული ოცნებიდან" წასული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, პარტიაში არსებულ შიდადაპირისპირებაზე საუბრობს. გოგაშვილის თქმით, მან "სახელებით და გვარებით, თანამდებობებით, უწყებებით, ძველი, თუ ახალი ნავაჟკაცარით" იცის, რა ხდება "ოცნებაში".
"ოცნებაში" არიან კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც არაგუნდურად მუშაობენ. ახლა უფრო ადვილია ჩემთვის ყველას მხილება და ახლა უფრო ადვილია ინფორმაციის მიტანა პირდაპირ ხალხთან, - ამბობს გოგაშვილი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა, მანამდე კი, 2014 წელს, შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო