თბილისში, ევროკავშირის შენობასთან ნაპოვნი ხელყუმბარა სასწავლო აღმოჩნდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ევროკავშირის შენობასთან ნაპოვნი ხელყუმბარა სასწავლო აღმოჩნდა. 

დაახლლოებით ერთი საათის წინ, თოიძის 35 ნომერში ადგილობრივებმა სახლის სახურავზე ხელყუმბარა იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც ყურძენს კრეფდნენ და ამ დროს შენიშნეს გაურკვეველი ნივთი, რომელიც შეფუთული იყო.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი