აქცია ივერი მელაშვილის მხარდასაჭერად. დაკავებული ექსპერტის სახლთან მისი მეზობლები, ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილი და ამბობენ, რომ მელაშვილი უსამართლოდ არის დაკავებული და უკანონო პატიმარია. აქციის მონაწილეების თქმით, დაუჯერებელია ის ბრალდება, რომელსაც პროკურატურა მელაშვილს უყენებს. აქციაზე ხატია დეკანოიძე და ბესიკ თამლიანის დედაც მივიდნენ.
ივერი მელაშვილის მეუღლე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
მოსამართლემ კი ორივე მათგანი 8 ოქტომბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.