ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებულია 5 მასწავლებელი და 17 მოსწავლე

გამოქვეყნდა:

ტყიბულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის 5 მასწავლებელი და 17 მოსწავლე. 

როგორც ცნობილია, ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი პედაგოგისგან მოხდა. 

ამ დროისთვის სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, ხოლო ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევენ.

“იმისთვის, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელება არ მოხდეს, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ეპიდემიოლოგებთან ერთად, ვიკვლევთ კონტაქტებს. სკოლაში 85-მდე მოსწავლე სწავლობს,”-ამბობს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინე კორძაძე.

11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 208 პირი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ  11 794 პირია ინფიცირებული

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი