
ჯანდაცვის მინისტრი დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგ გამართულ ბრიფინგზე, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, ამ საკითხზე ჯერჯრობით მხოლოდ მსჯელობენ:
პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება პირბადეების გამოყენებაა და ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, ღონისძიებები გავამკაცროთ. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ამჟამად ამ პრობლემის მოგვარების ნომერ პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს. ვინაიდან აქ ჩენ ვითვალისწინებთ დედაქალაქის სიმჭიდროვესა და ასევე, დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს" - ამბობს ტიკარაძემ.
მთავრობამ დედაქალაქში დღეს ახალი შეზღუდვები არ დააწესა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისში ინფიცირების მომატებული შემთხვევები საყურადღებოა.