კარტოგრაფების საქმე - ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, საქართველოშია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, საქართველოშია. სწორედ ხიდაშელმა გადასცა გამოძიებას 1938 წლის რუკა. 

დაპატიმრებული კარტოგრაფების ადვოკატებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რა მოტივით გადასცა ხიდაშელმა უწყებას რუკა. 25 აგვისტოს ჩვენების მიხედვით, დავით ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ის აპირებს, დამატებითი მასალები მიაწოდოს საგამოძიებო უწყებებს. 

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები კი ამბობენ, რომ საქმეში არანაირი რეალური მტკივებულება არ არსებობს კარტოგრაფების დასაკავებლად. 

რუკა სამუშაო კაბინეტში იყო. ეს იგივეა, მოსამართლის ოთახში კოდექსი იპოვო და დამალვა დააბრალო, - ამბობს ადვოკატი სულხან კომახიძე. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი