
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ რა წარმატებითაც გავუმკლავდით ვირუსის პირველ ტალღას, ასევე გავუმკლავდეთ მეორესაც და ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში.
მესმის და ყველას გვესმის, რომ ტურისტი დაგვაკლდა, კოვიდის გამო მთლიანად მსოფლიოში მოგზაურობა შემცირდება, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები, - თქვა პრემიერმინისტრმა.
ცნობისთვის, მაჟორიტარობის კანდიდატი ბორჯომში "ქართული ოცნებიდან" ანტონ ობოლაშვილია.