კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვალების გაზრდილ მაჩვენებელს ჯანდაცვის მინისტრი მწვავე და კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებს. ეკატერინე ტიკარაძე სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობას არ უკავშირებს
მწვავე და კრიტიკული პაციენტების გართულებების შედეგად ხდება სიკვდილობის მატება და ამას საწოლფონდის რესურსთან და სასუნთქი აპარატების რუსურსთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნია - ამბობს ტიკარაძე.
მედიკოსები ნაწილი ტიკარაძის მოსაზრებას იზიარებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხშირად იცვლება დაავადების მკურნალობის პროტოკოლი, დაგვიანდა ექიმების გადამზადებაც და მათი თქმით, ამ ყველაფერმა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას შეუწყო ხელი:
საწოლების არარსებობის გამო ბათუმიდან ადამიანები გადაყავთ ქუთაისში, გორში, რაც აუარესებს მათი მკურნალობის მაჩვენებელს და იყო შემთხვევები ლეტალობის. გარდა ამისა, ხშირად იცვლება პროტოკოლები მკურნალობის, მოვლის - ამბობს სერგო ჩიხლაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი
ვახტანგ სურგულაძე "ლელოდან" კი ამბობს, რომ პრობლემაა მძიმე პაციენტების გვიან გამოვლენა. მისივე თქმით, მართალია ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლების და სასუნთქი აპარატების მარაგი არის, თუმცა მხოლოდ საწოლი არაფერს ნიშნავს: თვითონ საწოლი არაფერს ნიშნავს. იქ უნდა იყოს მომზადებული სამედიცინო პერსონალი - ამბობს სურგულაძე.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 478 ინფიცირებულია, გარდაცვლილია ჯამში 93 პაციენტი მათ შორის, 8 დღეს გარდაიცვალა.