საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 93-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, დღეს მე-8 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილი ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 93-ია. მონაცემები ცოტა ხნის წინ საიტზე Stopcov.ge განახლდა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღევანდელი ინფიცირებულებიდან 196 აჭარიდანაა, 178 - თბილისიდან

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 11 794;
  • გამოჯანმრთელებულია - 6 327;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 85;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 971;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი