შემოაიარე საქართველო - "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია, ახალი კამპანიის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მოსახლეობას შეხვდა.
გავაზში, სადაც მთელი კახეთის ყურძნის მოსავლის 5% იკრიფება, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს. მათი თქმით, ყურძნის ფასი ძალიან დაბალია და ჩამბარებელ პუნქტებთან რიგების გამო ადგილობრივები შემოსავლის გარეშე რჩებიან. მოსახლეობა ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ გლეხები წელსაც უყურადღებოდ დატოვა.