საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ბაზების გახსნაა- შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ბაზების გახსნაა.

რუსეთმა ძალიან კარგად იცის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერება. საქართველოში სამხედრო ბაზების გახსნა კი უზარმაზარი ზარალი იქნება ოკუპანტი რუსეთისათვის - მას ცხვირწინ მოვუყვანთ ზესახელმწიფოს აშშ-ის სახით, - ამბობს ნათელაშვილი. 

ამასთან, შალვა ნათელაშვილის თქმით, ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური აფეთქებები დიდხანს გაგრძელდება და ამას, შესაძლოა, შეეწიროს ქართული სახელმწიფოებრიობა. პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდება ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნით შეიძლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი