გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება - ესტონეთის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ესტონეთი საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის მხარდაჭერას გააგრძელებს.

მისივე თქმით, ის საერთაშორისო ფორუმებზე გააგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიაზე საუბარს.

თუმცა, პრეზიდენტი კალიულაიდი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები აწუხებს.

გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი“, - ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი