დღეს დადასტურებული 569 შემთხვევიდან 207 აჭარიდანაა, 168 - თბილისიდან - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 569 შემთხვევიდან 207 აჭარიდანაა, 168 - თბილისიდან.

როგორც ენდელაძე ამბობს, კოვიდშემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია: 

  • 207 - აჭარა
  • 168 - თბილისი
  • 117 - იმერეთი
  • 25 - შიდა ქართლი
  • 24 - სამეგრელო - ზემო სვანეთი
  • 8 - გურია
  • 7 - ქვემო ქართლი
  • 5 - 5 - კახეთი და მცხეთა-მთიანეთი
  • 3 - სამცხე - ჯავახეთი

ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, აქტიური შემთხვევებიდან 50 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - 31 ადამიანი ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტებიდან 7 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი, 1 - ცხინვალიდან. 

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინციფირებული გარდაიცვალადაინფიცირდა 569 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 329

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 12841
  • გამოჯანმრთელებულია - 6867;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 102;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5590
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი