ქსნის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორის, დოდო ჭოტორლიშვილის შვილი ამბობს, რომ საქმე ცალსახად პოლიტიკურია და ბინძური მეთოდებით ბრძოლის მიუხედავად, ოჯახი საკითხს ბოლომდე გამოიძიებს.
აქვე გეტყვით, რომ გათავისუფლებული დირექტორის შვილი, ბექა ლელუაშვილი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის წევრია.
გავაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას. ყველა კარგად ხვდება, რომ გათავისუფლების მოტივი პოლიტიკურია. რეჟიმი დასრულდება 31 ოქტომბერს, - ამბობს ლელუაშვილი.
ცნობისთვის, დოდო ჭოტორლიშვილი, გათავისუფლების შემდეგ, ინფარქტის ნიშნებით "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაიყვანეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის ამ დროისთვის უკვე სახლში განაგრძობს მკურნალობას.