მინდია და მიხეილ ჯანელიძეების დაკითხვის ოქმები საქმეში არ დევს - კარტოგრაფების საქმე

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმის ფიგურანტების, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანლიძისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის დაკითხვის ოქმები საქმეში არ დევს. ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი, ამბობს, რომ მათი ოქმები მნიშვნელოვანია საქმის სრულყოფილი განხილვისათვის.

ამჟამად უნდა გავეცნოთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღებულ რუკებსა და დამატებით დოკუმენტაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ოქმისა და დოკუმენტის დეტალური შესწავლა საქმისთვის უმნიშვნელოვანესია, - ამბობს მარიკაშვილი. 

კარტოგრაფების საქმეზე დაპატიმრებულ ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ამ დრომდე ხვდებიან. ინტერესების დამცველთა თქმით, ილიჩოვასთვის ამ დრომდე გაურკევევლია დაკავების მიზეზი და არგუმენტაცია. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავოტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი