ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ოფისის დარბევა სცადეს. ინფორმაცია ბრიფინგზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ, გაავრცელა.
კახიძის თქმით, დღეს აღმოაჩინეს, რომ ოფისის კედელზე განთავსებული ბანერი დაზიანებულია, სათვალთავლო კამერების ჩანაწერებში კი ჩანს, როგორ მიდის ახლგაზრდა კაცი და მინას ქვებს უშენს.
ოთარ კახიძის თქმით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მომხდარს არჩევნებს უკავშირებს და დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრობს. კახიძე იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები ამ შემთხვევაში სათანადოდ იმოქმედებენ.