2014 წელს იცოდა, მაგრამ ამ არჩევნების წინ უნდა დაედო ჯოკერი - თამარ სულაძე ბერ კირიონზე

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილის მეუღლე დარწმუნებულია, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებასთან საპატრიარქოს კავშირი არ აქვს. თამარ სულაძე "ერთეულ მამაოებზე" საუბრობს და ამბობს, რომ ბერი კირიონის განცხადებებიდან დასტურდება, რომ  ჯერ კიდევ 2014 წელს იცოდნენ ყველაფერი, თუმცა მხოლოდ ახლა- წინასაარჩევნოდ გააქტიურეს:

არაფერი საფუძველი არ აქვს, მე მგონი, ბერ კირიონს. თავისი პირით თქვა, რომ ჯოკერს ვინახავდი ბოლო მომენტში რომ დამედოო. გამოდის რომ 2014 წელს იცოდა, მაგრამ ამ არჩევნების წინ უნდა დაედო ჯოკერი - ამბობს თამარ სულაძე და კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან, შეხვედრას ითხოვს.

დაკავებული მეცნიერის მეუღლეს ამ მოთხოვნაზე ჯერჯერობით საპატრიარქოსგან პასუხი არ მიუღია.

დღეს გახდება ცნობილი განიხილავს თუ არა  კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ადვოკატების სარჩელს სააპელაციო სასამართლო.

საქალაქოს გადაწყვეტილება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ინტერესების დამცველებმა სააპელაციოში 11 ოქტომბერს გაასაჩივრეს. ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ. 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი 20 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებს. ივერი მელაშვილი კი გირაოზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი