
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოში დადასტურებული ინფიცირების რეკორდული, 680 შემთხვევიდან, 297 თბილისიდანაა, 189 კი აჭარიდანა.
როგორც ენდელაძე ამბობს, კოვიდშემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია:
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი და გარდაიცვალა 7.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.