ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ და ახლა საყურადღებოა თბილისი - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდსიტუაცია აჭარაში ნელნელა სტაბილურდება და ახლა საყურადღებოა პირველ რიგში, თბილისი, შემდეგ კი - იმერეთი.

ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ - დღეს ყველაზე მეტი, 297 ინფიცირებული თბილისიდანაა. ასევე მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში, საერთო შემთხვევების 22% სწორედ ამ რეგიონიდანაა. ჩვენი მოწოდებაა - კორონავირუსის პირველი სიმპტომებისთანავე, დარეკეთ ცხელ ხაზზე, - ამბობს გამყრელიძე. 

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი და გარდაიცვალა 7. როგორც ითქვა, 680 შემთხვევიდან 297 თბილისიდანაა, 189 კი აჭარიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი