შიდა ქართლი COVID-19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა - 2-ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში კორონავირისის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის, 2 პირის დაინფიცირების წყარო დაუდგენელია.

როგორც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა, თქვა, კონტაქტები მოკვლეულია და ყველა თვითიზოლაციაშია გადასული. მისივე თქმით, ინფიცირებულებს შორის 2 სოფელ ზეღდულეთის სკოლის მოსწავლეა, ისინი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდნენ. არასრულწლოვნები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, შესაბამისად, სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ იგეგმება.

მეორე ტალღის შემდეგ, შიდა ქართლში კორონავირუსით 128 პირი დაინფიცირდა. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 607 ადამიანი.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი და გარდაიცვალა 7. 680 შემთხვევიდან 297 თბილისიდანაა, 189 კი აჭარიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი