ქუთაისის საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან", მერაბ კვიცარიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ავტოქარხნის მაჟორიტარ-დეპუტატს ცხელების სიმპტომი გუშინ დაუფიქსირდა, დღეს კი ტესტის პასუხი კოვიდდადებითი აღმოჩნდა.
აქვე, ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა-საქართველოში დადასტურებული 680 შემთხვევიდან 150 ინფიცირებული სწორედ ამ რეგიონიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.