პირველად ისტორიაში ოპერისა და ბალეტის თეატრი მაყურებელს ღია სივრცეში ეპატიჟება. 7 თვიანი პაუზის შემდეგ საბალეტო დასი "დონ კიხოტის" სამ-მოქმედებიანი სპექტაკლის შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს.
თეატრის ეზოში შეკრებილი მაყურებლის წინაშე საბალეტო დასი "დონ კიხოტის" სუიტას იცეკვებს. წარმოდგენა 15 ოქტომბრიდან მომდევნო 4 დღის განმავლობაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონა პანდემიის გამო აკრძალული იყო მასობრივი ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, სპორტული შეჯიბრები, კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, ტრენინგები და კონფერენციები.