"მთავარის" ინფორმაციით 22-ე სკოლაში კორონავირუსი მე-3 კლასელს აქვს - დირექტორმა ჯერ არ იცის

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, თბილისის 22-ე სკოლაში, რომელიც მირცხულავას ქუჩაზე მდებარეობს, კორონავირუსი მე-3 კლასელს გამოუვლინდა. 

ინფორმაციის დასაზუსტებლად, "მთავარი" დაუკავშირდა სკოლის დირექტორს, რომელმაც გვითხრა, რომ დღეს სამუშაო დღე არაა და როდესაც სკოლაში მივა, გაარკვევს - "პეტრემ თქვა, პავლემ თქვა, ივანემ თქვა - ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ". 

"თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. თუ მე შემატყობინებს ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო... დღეს სამუშაო დღე არ არის, სკოლაში არა ვარ, პეტრემ თქვა, პავლემ თქვა, ივანემ თქვა - ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ხვალ სამუშაო დღეა და შევეცდები მოვიძიო. მე ვერც დავადასტურებ ახლა და ვერც უარვყოფ", - გვითხრა დირექტორმა და დაამატა: "ახლა რომელი საათი არის, ხო შეიძლება რომ მე მეძინოს, ა ?!".

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს პირველ კლასიკურ გიმნაზიაში კორონავირუსი დაუდასტურდა სკოლის პედაგოგს. 

აღსანიშნავია, რომ საკლასო ოთახებში საწავლება პირველი ოქტომბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის განახლდა.

საქართველოში კი, დღეს 680 ინფიცირება გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი