სავარაუდოდ დღეს გაირკვევა დატოვებს თუ არა სააპელაციო სასამართლო პატიმრობაში კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულებს.
ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველებს მორჩილი სასამართლოს იმედი არ აქვთ, თუმცა ბრძოლის შეწყვეტას მაინც არ აპირებენ.
ყველა მტკიცებულება კომისიის ახალი წევრის კომისიაში მისვლისთანვე გადასცა მას, მათ შორის რუკებიც. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქალბატონი ილიჩოვას კაბინეტის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა რუკები, რომელსაც ის კომისიას უმალავდა, არის აბსურდული - ამბობს ილიჩოვას ადვოკატი
ვიდრე სასამართლო კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი საგამოძიებო უწყებიდან მასალებს გამოითხოვს, ივერი მელაშვილის უფლებადამცველი კი კარტოგრაფს ციხეში მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ილიჩოვას და მელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტიომბერს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.