პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დღეს დავით ხიდაშელს დაკითხავს

გამოქვეყნდა:

პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დღეს დავით ხიდაშელს დაკითხავს. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ჩვენებები და სატელევიზიო ინტერვიუები ერთმანეთისგან განსხვავდება. ტელეეთერებში ის ამბობს, რომ რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, ჩვენებაში კი ის ოლიგარქის გვარს საერთოდ არ ახსენებს.

შესაბამისად, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ამბობენ, რომ ხიდაშელი არასანდო მოწმეა და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციას გამოძიება არ უნდა დაეყრდნოს.

ალბათ ახლა პროკურატურა შეეცდება, რომ თითქოს დამატებითი კითხვების ფარგლებში კიდევ ახალი ინფორმაცია დააზუსტებინოს ბატონ ხიდაშელს, რაც მე ვფიქრობ, რომ მანამდეც იცოდნენ თუმცა პირველ ეტაპზე მათ გარკვეულწილად თავი აარიდეს ამ კითხვების დასმას ან ინფორმაციის ასახვას გამოკითხვის ოქმში... ის რომ მას, ტექნიკური როლი ჰქონდა, პოლიტიკურ კონტექსტს თუ არ ჩავთვლით, ამ რუკების ჩამოტანის დროს, ეს ჩვენებაშიც ცალსახად დგინდება - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი, ივერი მელაშვილის ადვოკატი

ადვოკატები დაკავებულებს დღეს მოინახულებენ. დღეს უნდა გაირკვეს რა გადაწყვეტილბას მიიღებს სააპელაციო სასამართლო.

რა მიზნით არის ეს ადამიანი საქმეში შემოყვანილი, ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ რა განსხვავებას არის მის მიერ მიცემულ ჩვენებასა და სატელევიზიო განცხადებას შორის, ამით თავად მოწმის სანდოობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, პროკურატურა ხიდაშელის მეორედ დაბარებით ცდილობს გამოასწოროს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია -ამბობს ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ილიჩოვას და მელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტიომბერს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი