წელიწადში 300-ზე მეტი გეოლოგია შემოდის, ზეპირად არ მახსოვს - ვარდმანიძის პასუხი მეწყერში დაღუპულების ოჯახს

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე იმ უმძიმეს ბრალდებებს, რომელსაც მას მეწყერის მხვერპლი ოჯახის ახლობლები უყენებენ, კატეგორიულად უარყოფს. ჯუმებრ ვარდმანიძე ამბობს, რომ წლის განმავბლობაში მერიაში იმდენი განცხადება შედის, ყველას ვერ დაიმახსოვრებს: 

"წელიწადში შემოდის სამასზე მეტი გეოლოგია ზეპირად ხო არ მახსოვს, ჩემთან არ ყოფილა გეოლოგიური დასკვნა, არ არის დოკუმენტაცია, ვერაფერს ვერ გეტყვით" - ამბობს ვარდმანიძე.

მერის კაბინეტთან დღეს ხმაური იყო. მეწყერში დაღუპულების ახლობლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ და ამბობენ, რომ თედორაძეების ოჯახს ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჰქონდა განაცხადი დაწერილი ხელვაჩაურის მერიაში, რომ საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ზონაში იყო. თუმცა, როგორც დაღუპულების ახლობლები ამბობენ, ვარდმანიძემ ეს განცხადებები გადამალა.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში მეწყერი 1 ოქტომბერს ღამე ჩამოწვა და თედორაძეების სახლი მთლიანად ჩაიტანა. სტიქიის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი, ასევე სახლის გარეთ მყოფი ორი ადამიანი იმსხვერპლა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი