აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

გამოქვეყნდა:

აჭარაში 19 რიცხვიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა შეზღუდვები რჩება გასართობა დაწესებულებებზე, რომლებიც მუშაობას 22 საათის შემდეგ ასრულებენ. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეებში აჭარაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა. 

უცვლელი რჩება ის შეზღუდვები, რომელიც აჭარაში სასწავლო პროცესთან  და გასართობ ადგილებთან დაკავშირებიტ არის დაწესებული.

რეგიონში სწავლა დისტანცურ რეჯიმში მიმდინარეობს, ხოლო რესტორნები და კაფე-ბარები საღამოს 22 საათიდან მუშაობს წყვეტენ.

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 25 სექტემბრიდან შეიზღუდა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი