სააპელაციომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციამ პირველის გადაწყვეტილება - ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ, არ შეცვალა და მეცნიერები არ გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს

2 თვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მათ 8 ოქტომბერს, გვიან ღამით შეუფარდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი