ახალი შეზღუდვები ქვეყანაში და covid 19-ის რეკორდული რაოდენობა

გამოქვეყნდა:

ეპიდემიის მასშტაბები იზრდება. დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დადასტურდა - 919 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი, რამდენიმე საათის წინ აჭარაში 41 წლის უსიმპტომო პაციენტი, ირმა თეთრაძე დაიღუპა, რომელიც კოვიდსასტუმროში იყო. გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლიაა. ირმა თეთრაძე ბათუმის მეოთხე პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა, მას covid19 ხუთი
დღის წინ დაუდასტურდა.  

რაც შეეხება შეზღუდვებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალ, 16 ოქტომბრიდან  თბილისსა და იმერეთში 22 საათიდან ყველა რესტორნები და გასართობი დაწესებულებები და მუშაობას შეწყვეტს. ასევე ხვალიდან, მეტროს შესასვლელთან საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები იქნებიან და მოსახლეობას შეამოწმებენ რამდენად სწორად უკეთიათ პირბადე.

ხოლო სწავლა უნივერსიტეტებში 19 ოპქომბრიდან აუდიტორიებში გაგრძელდება. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 14440;
  • გამოჯანმრთელებულია - 7367;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 113; 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5721;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1090;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836; 
  • უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41პაციენტი. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი