საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა შანსი, მინიმუმამდე დაეყვანა დრო, კორონავირუსის დასამარცხებლად, მაგრამ მათ არ გამოიყენეს დრო, არ გაითვალისწინეს აშშ-ში მცხოვრები ექიმების, მაგალითად, ზურაბ გურულის რჩევები, არ გადაამზადეს სპეციალისტები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ უნდა გაიკეთონ პირბადეები და, თუ საჭიროა, ხელთათმანებიც კი, ოღონდ, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე.
მიხეილ სააკაშვილმა კოვიდსტრატეგიის საკუთარ წარმოდგენაზეც ისაუბრა გადაცემაში "დღის სტუმარი" და დაამატა, რომ რასაკვირველია, ამ სტრატეგიის განხორციელება შეუძლებელია "ოცნების" ხელისსუფლების" პირობებში.