ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი, 11 კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი, 342 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 227 კი თბილისში. განაწილება სრულად შემდეგია:
რაც შეეხება გუშინდელ, 15 ოქტომბრის მონაცემებს, გუშინ თბილისში 336 შემთხვევა დადსტურდა, აჭარაში 286, იმერეთში 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში 57, ქვემო ქართლში 44, შიდა ქართლში 21, კახეთსა და გურიაში 13-13, მცხეთა მთიანეთში კი 11.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.