დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 342 აჭარიდანაა, 227 თბილისიდან - მარინა ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 887 შემთხვევიდან 

დღეისათვის ყველაზე მეტი ისევ აჭარაშია- 342 შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში - 277, იმერეთში 198, სამეგრელო-ზემო სვანეთში 22, გურია 11, შიდა ქართლი 12, ქვემო ქართლი 3, მცეთა-მთიანეთი 10, კახეთში 7, სამცხე-ჯავახეთში 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 2, - თქვა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, კრიტიკულად მძიმეა 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელა 246 ადამიანი, ხოლო 11 კი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია -15 327 
  • გამოჯანმრთელებულია - 7 613
  • მათ შორის გარდაცვლილია - 124
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 721
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 042
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი