
ბათუმში, კოვიდ-სასტუმრო "ლეგენდაში" გარდაცვლილი 41 წლის ირმა თეთრაძის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. შემთხვევა ბათუმში გუშინ, 15 ოქტომბერს მოხდა. გარდაცვლილი ბათუმის მე-4 პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ის კოვიდ-სასტუმროში 10 ოქტომბერს შეიყვანეს და უსიმპტომო პაციენტი იყო.
ამ მწირი რესურსების ფონზეც და მოცემულობაშიც შესაძლებელი იყო უფრო დროული რეაგირება ეკიდემიასთან ბრძოლაში. დღესაც, სიმპტომური პირებს არ უტარდებათ ტესტირება და გაურკვევლობაში ყოფნა არის ყველაზე ცუდი, მაგრამ ეს ტესტებთან დაკავშირებული ორომტრიალი უნდა დასრულდეს, - ამბობს ექიმი სოფო ბერიძე.
ექიმის თქმით, შეინიშნება, რომ 41 წლის ქალი რისკჯგუფში შედიოდა და ის განსაკუთრებულ პატრონაჟს საჭიროებდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 ოქტომბერს დილით, გეგმიური შემოვლის დროს პაციენტი ახლობლის ზარებს უკვე არ პასუხობდა. უწყების განცხადებით, პაციენტი სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კი თრომბო-ემბოლია გახდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.