კორონავირუსის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად 19 ოქტომბერს უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში უნდა აღდგეს. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს ექსპერტთა ნაწილი და ოპოზიცია.
უნივერსტეტებში სწავლის აღდგენას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია Facebook-პოსტში კრიტიკებს. მისი თქმით უნივერსტეტებს არ შეუძლიათ რეკომენდირებული ნორმების დაცვა და უმჯობესი იქნება სწავლა ონლაინ ფორმატში გაგრძელდეს.
"რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება შეიძლება მოყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს - ასევე. ეს გასაგებიცაა - უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაცია, როგორც არ უნდა ვცადათ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა." - ვკითხულობთ პოსტში.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ უნივერსტეტები უფლებამოსილნი არიან დისტანციურ რეჟიმში განაგრძონ სწავლა ისეთ კომპონენტებში, სადაც სტუდენტის აუდიტორიაში დასწრება სავალდებულო არაა.
გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და წინასაარჩევნო ტრიუკს უწოდებს ოპოზიაციაც. მათი აზრით, ამგვარად მთავრობა ამომრჩევლის საარჩევნო უბნებისგან ჩამოცილებას ცდილობს.
"განწირული ადამიანების გადაწყვეტილებაა, ყველაფერს იყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რაღაცნაირად შედეგი დაწერონ. სტუდენტებს ჩამოიყვანენ თბილისში, 10 დღის ჩამოსული სტუდენტი ხმის მისაცემად უკან ვერ დაბრუნდება" - ამბობს კობა ნაყოფია, "ერთანი ნაციონალური ნოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესს 19 ოქტომბრიდან ეტაპობრივად განაახლებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ექსპერტები და მათ მიერ წარდგენილ გეგმას აბსურდულს უწოდებენ.