ექსპერტები მთავრობას კორონა ეპიდემიის არასწორ მართვაში ადანაშაულებს და წარდგენილ სამოქმედო გეგმას აბსურდულს უწოდებენ. მათი აზრით, საათობრივი შეზღუდვები უშედეგოა და ხელისუფლება საჭირო სექტორალურ შეზღუდვებს არ იღებს.
"გაუგებარია, როგორც უკვე შემუშავებელი სისტემა, ისე თუ რას ვაპირებთ მომავალში. შესაძლოს ეს ვინმეს კაბინეტში ან თავში იხარშება, მაგრამ ეს არ იცის ხალხმა. საჭიროა დიდი რაოდენობით ორგანიზება როგორც გრიპის ვაქციენების ასევე მაღალი დონის სატესტო სადიაგნოზტიკო ნაკრებების" - ამბობს გიორგი ჩალაძე, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან თბილისსა და იმერეთში გასართობი დაწესებულებები საღამოს 10 საათის შემდეგ აღარ იმუშავებს. ასევე დღეიდან, მეტროს შესასვლელთან საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები მოქალაქეებს პირბადის ტარების წესებთან დაკავშირებით გააკონტროოლებენ.
გარდა ამისა, ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესს 19 ოქტომბრიდან განაახლებენ. აჭარაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.