
ბათუმში კოვიდ-სასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის ირმა თეთრაძის მკურნალი ექიმი ამბობს, რომ პაციენტს რაიმე ქრონიკული დაავადების შესახებ მათთან საუბრის დროს არ აღუნიშნავს. მისი თქმით, ექიმმა იცოდა, რომ სავარაუდოდ, ის ჰორმონალურ მედიკამენტებს იღებდა.
ქალს, რომელსაც არანაირი ისეთი სერიოზული ჩივილი არ ჰქონია, დაგვხვდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც დაგვხვდა. ქრონიკული დაავადებები მას ჩვენთან საუბრისას არ აღუნიშნავს, ჰქონდა ჭარბი წონა და ვიცოდით, რომ მკურნალობდა უნაყოფობაზე, - ამბობს ნინო კახიძე.
ექიმის თქმით, 15 ოქტომბერს დილით პაციენტის ახლობელმა დარეკა და თქვა, რომ პაციენტს ვეღარ უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ჯგუფმა კარი ძალით გააღო და ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბათუმში გუშინ, 15 ოქტომბერს მოხდა. გარდაცვლილი ბათუმის მე-4 პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ის კოვიდ-სასტუმროში 10 ოქტომბერს შეიყვანეს და უსიმპტომო პაციენტი იყო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.