კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებები შევა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობა ეპიდემიასთან დაკავშირებით 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს. 

"შენარჩუნებული არის ყველა ის დაპირება, რომელიც წინა წელს იყო გაცხადებული. ეს ეხება პენსიებს ყველა კატეგორიის პენსიონებისათვის, როგორც 70 წელს ქვემოთ ისე ზემოთ, ხელფასების ზრდა ჯარისკაცების, პოლიციელებისა და მასწავლებლებისათვის. მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული და კოვიდის გაურკვევლობიდან გამომდინარე არ გამოვრციხავ, რომ გარკვეული ციფრები ბიუჯეტში იყოს შეცვლილი" - ამბობს ის.

2021 წლის  ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზე ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. მომავალ წელს  ხელისუფლება  5%-იან  ეკონომიკურ ზრდას ელოდება. უწყებებიდან კი ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გამოყოფილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი