პანკისში მოსახლეობა ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პანკისში ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ - სოფელ დუისში ადგილობრივებმა დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ოთხივე დაკავებული, რომლებსაც საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი, უდანაშაულოა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს.

ერთ-ერთი დაკავებულის ძმა, ბიზნესმენი ვახტანგ ფარეულიძე ამბობს, რომ ტაჯიკებთან დაპირისპირება იყო მანქანების ბიზნესის თაობაზე.  უცხოელებმა თანხა აიღეს, თუმცა მათ მეგობრებს ავტომობილები არ ჩამოუყვანეს. მისივე თქმით, გატაცებასა და ფულის გამოძალვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შეხვედრაზე იმყოფებოდა "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი. რომელიც, მისი გუბერნატორობის პირობებში, გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, მოსახლეობის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ხეობაში არ ჩასულა.

შეგახსენებთ, 20 სექტემბერს პანკისში მცხოვრები 4 მოქალაქე ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი