"წინ მძიმე, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა გველის" - ამბობს საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია და აზუსტებს, რომ წინასაარჩევოდ პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან.
შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, - თქვა გახარიამ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ამ ყველაფერს სიმშვიდე დაუპირისპიროს და ღირსეულად იბრძოლოს.
ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად, ღირსება არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამართლიანობა. ამიტომ გურულებო, გამარჯვებას გისურვებთ 31 ოქტომბერს სამართლიან ბრძოლაში, - ამბობს გახარიამ.