
დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან 3 აჭარიდანაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი კლინიკა "მედცენტრში" მკურნალობდა.
გარდაცვლილთაგან ერთი 77 წლის ქალია, მას კორონავირუსის გარდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი და შოკი ჰქონდა. გარდა ამისა პაციენტს თანმხლები დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, გულის და თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.
მეორე გარდაცვლილი პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოდან 77 წლის ქალია, მას კორონავირუსისი გარდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფისისი და თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. გარდა ამისა, აღენიშნებოდა გულის იშემიური თანმხლები დაავადება.
რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის 81 წლის კაცი იყო, რომელსაც კორონავირუსის გარდა, თავის ტვინის ინფარქტი დაუზუსტებელი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი და შოკი ჰქონდა. აღენიშნებოდა გულის ქრ.უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ესენციური ჰიპერტენზია და ტვინის ინფარქტის შედეგები.
აჭარში კლინიკებში მკურნალობას 590 პაციენტი აგრძელებს, მათგან 19 არასრულწლოვანია, 28 კი ორსული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში რეკორდულად ბევრი - 958 ადამიანი ინფიცირდა, 214 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 30 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.