"ლეობორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ყოველგვარი გადავადება და შეთქმულების თეორიები უნდა დაივიწყოს.
"გარდაუვალი დამარცხების შიშით შეპყრობილი ხელისუფლება უკვე იხილავს საპარლამენტო არჩევნების გადავადებას. მოგეხსენებათ ვირუსები სეზონურად მიდიან და მოდიან, აი ისეთი რეჟიმები, როგორიც ჩვენ გვყავს, თავისით არასდროს არ წავა, თუ ხელი არ შეაშველე, ხელის წაშველება არ გადაიდება. ქართველებს უკვე ხელი აქვთ აწეული 31 ოქტომბერს გამარჯვებისათვის და ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ამიტომ ამოიგდეთ თავიდან ყოველგვარი გადავადების და შეთქმულების თეორიები. მოვითხოვთ, არჩევნები ჩატარდეს დადგენილ კონსტიტუციურ ვადებში, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
მან ევროკავშირს და ამერიკას სთხოვა, რომ არჩევნების გადავადების შემთხვევაში ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ სანქციები გაამზადონ.
ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ სურს ქვეყანაში რევოლუცია და არეულობის სცენარი განვითარდეს, თუმცა ხალხი ამისთვისაც მზადაა. მისი თქმით, მშვიდობიანად, საარჩევნო გზით უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" "გასტუმრება". მან ამერიკის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ნოებერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ჩვეულებრივად ტარდება.