
საქართველოს საპატრიარქომ მღვდლებს SMS შეტყობინება გაუგზავანა და საეკლესიო მსახურების დროს მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფრომაცია, საპატრიარქოს პრესსამსახურმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ზე გაავრცელა.
"დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსაგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით", - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 30 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.