თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დაწყებითები კლასის უცხოენის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდატურდა. მასწავლებლებს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცათ. ამ დროისთვის სკოლა ორი კვირით დაიხურა და სწავლა დისტანციურად გაგრძლედება.
ამავე სკოლის სამი მოსწავლეც კორონავირუსით ინფიცირებულია, თუმცა სკოლის დირექტორის მოადგილე, ქეთი მიქანაძე ამბობს, რომ მასწავლებლის ინფიცირების წყარო მოსწავლეები ვერ იქნებიან, რადგან ისინი სკოლაში არ დადიოდნენ.
თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწავლა 21 ოქტომბრამდე დისტანციურად გაგრძელდება.