ალეკო ელისაშვილმა თავის პარტიასთან ეთად იმერეთის სოფლები მოიარა

გამოქვეყნდა:

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, საარჩევნო შეხვედრა იმერეთში გამართა. თანაგუნდელებთან ერთად, დღეს მან  წყალტუბო, ვანი, სამტრედია,ხონი, ბაღდათი,ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული და მიმდებარე სოფლები მოიარა.

„ვსაუბრობთ ჩვეულებრივ პრობლემებზე, რიგითი ადამიანების პრობლემებზე, რა აწუხებთ და ასევე ვესაუბრებით როგორ ვხედავთ ჩვენ, ჩვენს თავს პოლიტიკაში, როგორ ვხედავთ ჩვენს თავს პარლამენტში და ყველას მოვუსმენთ ყოველთვის, პარლამენტში შესვლის შემდეგაც, ტელეფონი გვექნება ჩართული“ -ალეკო ელისაშვილი.

პარტია „მოქალაქეები“  საზოგადოებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ჰპირდება, განსაკუთრებულ პრობლემად კი ისეთ სფეროებს ასახელებს, როგორიცაა განათლება და სოფლის მეურნეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი