იორმუღანლოში 18 წლის მოზარდის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 18 წლის ბიჭის ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაკავებულ პირი არის 2001 წელს დაბადებული ი.გ და მომხდარზე გამოძიება გრძელდება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს - 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 18 წლის მოზარდი ქორწილიდან ბრუნდებოდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭს 5 ადამიანი თავს დაესხა და დაზიანებები მას ქვებით მიაყენეს. დაზარალებული ამ დროისთვის საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი