COVID-19-ის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისიდანაა

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, დღეს, 18 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 471 თბილისიდანაა, 323 კი აჭარიდან. 

კოვიდშემთხვევების რეგიონული განაწილება სრულად ასეთია:

  • 471 - თბილისი
  • 343 - აჭარა
  • 211 - იმერეთი
  • 45 - სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • 37 - შიდა ქართლი
  • 39 - ქვემო ქართლი
  • 18 - გურია
  • 14 - სამცხე-ჯავახეთი
  • 13 - მცხეთა-მთიანეთი
  • 11 - კახეთი

აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი