წყალტუბოში "ოცნების" პარტიული შეხვედრა სკოლის დირექტორის ორგანიზებით ჩატარდა

გამოქვეყნდა:

წყალტუბოში პარტიული შეკრება პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ორგანიზებით ჩატარდა. დირექტორმა შეხვედრა "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მოუწყო და მას სკოლის მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. 

როგორც "მთავარ არხს" დირექტორმა უთხრა, სკოლამ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გამართა.

"2018 წელს გავხსენით საზოგოებრივი კავშირი "ანდამატი". მას შემდეგ ჩართულები ვართ სამოქალაქო აქტივობებში და ასეთი იყო გუშინდელი შეხვედრაც. ჩვენ, უბრალოდ, დეპუტატობის კანდიდატს ვესაუბრეთ, რა გეგმები აქვს მრავალშვილიანი ოჯახებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. სწორედ ამ საკითხზე ისურვა მან ჩვენთან შეხვედრა", - ამბობს სკოლის დირექტორი, ფაქიზო ფანჩულიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი