საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული თერჯოლაში მკურნალობდა.
კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის, დავით სარიშვილის, თქმით, პაციენტი 71 წლის ქალი იყო. ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შეიყვანეს თანმდევი დაავადებებითა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი. ახალი კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 471 ინფიცირებული თბილისიდანაა.