ერშიც ვერ უბედავდნენ, ბევრი პოლიტიკოსი იცნობს და ჩუმად არიან, სხვანაირი კირიონი ახსოვთ.... - მეუფე იაკობი გარეჯაზე

გამოქვეყნდა:

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე მამა კირიონის დამსახურებებზე საუბრობს. მეუფე იაკობმა საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგების დროს დავით გარეჯზე ისაუბრა და კირიონის განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი. 

ბოდბელი ეპისკოპოსი ივერი მელაშვილთან დაკავშირებით, სიტყვას - მოღალატე- ხშირად იყენებს, თუმცა ამბობს, რომ არ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არ შეიძლება ვინმეს ასეთი მძიმე ბრალდება წაუყენო:

მამა კირიონს არსად არ ალაპარაკებენ, ხელს უშლიან ჟურნალისტები. ამ წინა დღეებში სრული ინტერვიუ მისცა და 2005 წლიდან არის აღწერილი ვის როგორ შეხვდა, ვის რა ეუბნებოდა, თვითონ მელაშვილის საქციელები, როგორია. კაცი ეხლა დაჭერილია და ერთ მხარეს გამოყავს ფრთიან ანგელოზად, მერე მხარე უძახის მორალისტს. 

არ შეიძლება როცა სასამართლოს არ აქვს მიღებული რაღაცა, მოღალატე რთული რაღაცაა. კაცმა გინდ ჩაიდინოს რაღაცა, ოჯახი ჰყავს, ნათესავები ჰყავს, გავუფრთხილდეთ, ვაიდა არ აღმოჩნდეს მოღალტე, რას შვები მერე?! თუ აღმოჩნდა, რატომ იცავ? - ამბობს მეუფე იაკობი.

ბოდბელი ეპისკოპოსი მამა კირიონის წარსულზეც ამახვილებს ყურადღებას და პარალელს გრიგოლ ხანძთელთან ავლებს:

მამა კირიონი ისეთია შეიძლება მძიმედ თქვას და მძიმედაც იტყვის - ხანძთელიც მძიმედ ამბობდა...იცით რომ ცოტა მეტი ვიცი ხოლმე ვიდრე ვლაპარაკობ.

წესიერებით, ქართველობით, ქრისტიანობით, ვაჟკაცობით. ვაჟკაცია იმით, ხან რას უწოდებენ ხან რას, ერშიც რომ იყო ვერ უბედავდნენ, ბევრი პოლიტიკოსი იცნობს და დღესაც ჩუმად არიან იმიტომ რომ სხვანაირი კირიონი ახსოვთ....მამა კირიონი არ დაგიწყებთ თავის მართლებას, მაგრამ ნუთუ ქართველმა ბერმა, რომელიც ამდენი წელი იცავდა, არ უნდა დაიცვას იქაურობა? ათასში ერთხელ რომ ჩამოდიან ტელევიზიები, ის ხო არ დაიცვას...?! ამბობს მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, "კირიონი არ იტყუება, კირიონი მართალია" და "უკან რომ დაიხიოს, მამა კირიონი აღარ იქნება".

მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგება დავით გარეჯზე: ღარიბაშვილმა ბევრ ცუდს აგვარიდა

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი